კახა კალაძის ფეისბუქგვერდზე ე.წ. ბოტები ინდოეთიდან გააქტიურდნენ

ე.წ.-მა ბოტებმა შსს-ს შემდეგ კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს შეუტიეს. ბოტების საცხოვრებელ ადგილად ძირითადად, ინდოეთია მითითებული. არიან ასევე აზიის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ე.წ. ტროლები.

აზიელი ბოტები როგორც ჩანს, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას უარყოფითად აფასებენ. ისინი კალაძეს გაბრაზების გამომხატველ ე.წ. სმაილებს უწერენ.

„ნაციონალური მოძრაობის მუმბაის რეგიონალური ოფისი გაბრაზდა“, „ბატონო კახა, ეს ბოტები რატომღა გააბოროტეთ და გადარიეთ? ძალიან გაბრაზებული ჩანან თქვენი სატრანსპორტო პოლიტიკით“, „მუმბაი მოწოდების სიმაღლეზეა“, „ვაკელი 我很好 ყოფილა ფრიად აღშფოთებული “, -წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

Facebook Comments

ახალი დადებული