მიუნხენის აეროპორტში სომეხი ქალი დააკავეს, რომელსაც ბარგში ქმრის ძვლები ჰქონდა

გერმანიაში, მიუნხენის აეროპორტში 74 წლის სომეხი ქალი მას შემდეგ დააკავეს, რაც მის ბარგში ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლებმა ძვლები ბარგის შემოწმების შემდეგ, ხის ყუთში ნახეს, რის შემდეგაც სიტუაციის გასარკვევად ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. პოლიციამ გაარკვია, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქალი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ქმრის ძვლების მშობლიურ სომხეთში გადასვენებას ცდილობდა. პანდემიის გამო, მას სომხეთში ჩასვლა მიუნხენისა და კიევის გავლით უწევდა. ქალს 52 წლის ქალიშვილი ახლდა.

საბუთების შემოწმების შემდეგ გერმანელმა სამართალდამცველებმა ასევე გაარკვიეს, რომ კაცი 2008 წელს გარდაიცვალა და ოჯახის სახლის გვერდით, სალონიკში იყო დაკრძალული. პოლიციამ დაადგინა, რომ ძვლების გადატანა კანონიერია და დედა-შვილს მოგზაურობის გაგრძელების ნებართვა მისცა.

Facebook Comments

ახალი დადებული