ნათია თურნავა: მსგავსი მასშტაბის დახმარებები წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა

მსგავსი მასშტაბის დახმარებები წინა ხელისუფლების დროს არსებული კრიზისების პირობებში არ გაცემულა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ძირითადი აქცენტი ამ ფაზის არის ის, რომ ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვეხმარებით ბავშვებს, სტუდენტებს, მათ განათლებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ. ვეხმარებით ოჯახს ყველაზე უფრო მტკივნეული ხარჯის დაფარვაში – ეს არის კომუნალური გადასახადები. ელექტროენერგიისა და გაზის გადამხდელების ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან ობიექტური კრიტერიუმი და აქ არის საუბარი მილიონ ოჯახზე მეტზე, ვინც უკვე ისარგებლა ამ სამთვიანი შეღავათით და კიდევ ყველაზე მტკივნეული და ცივი 4 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ამ სუბსიდირებას. ეს არის უნიკალური ნიშან-თვისება ამ ანტიკრიზისული გეგმის, არასოდეს წინა ხელისუფლებებს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ.

როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ 200 ლარი უნდა დარიგდეს, 150 თუ 300, უნდა გაიხსენონ არც თუ ისე შორეული წარსული, როდესაც არც ერთი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ასეთი მასშტაბური დახმარება სწორედ ადამიანებს, ოჯახებს, სოციალურად დაუცველ კატეგორიას, თვითდასაქმებულებს არასოდეს არ მიუღიათ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული