19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა. 

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება.

ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

Facebook Comments

ახალი დადებული