ამირან სალუქვაძე: სანამ ვიდეო არ მოვისმინე, არ დავიჯერე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გარდავლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ნოემბრიდან კარგი ცხოვრება დაიწყება, ყველა კარგად იქნება და ყველას ეშველება.

სალუქვაძის თქმით, გარდაცვლილი გოგონას მშობლის ეს განცხადება დაუჯერებელია და მრავალ კითხვას ბადებს.

„სანამ ვიდეო არ მოვისმინე, არ დავიჯერე.
ე.ი. ნოემბერში თუ ქართული ოცნება წააგებს, ბრძოლას წყვეტს?

ყველანაირად ვცდილობ ამ ანგელოზი გოგონას ტრაგედიაზე არაფერი დავწერო, თუმცა ოჯახის მიმართ, მათივე საჯარო კომენტარებიდან გამომდინარე, უამრავი კითხვა მებადება.

ხალხს თანაგრძნობის უნარს ვერ დაუკარგავენ, სულაც რომ ყირაზე დადგეს ყველა.

უბრალოდ, ისე ვითარდება ყველაფერი, პირადად მე, ეს თანაგრძნობა, მხოლოდ და მხოლოდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას მიმართ მაქვს.

ალბათ ეს თემაც მოითხოვს სერიოზულ ჩაღრმავებას და გაანალიზებას“,-წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული