Microsoft მზადაა TikTok-ში ათობით მილიარდი დოლარი გადაიხადოს

ჩინური კომპანია ByteDance– სგან TikTok– ის შესყიდვის ერთ–ერთი პრეტენდენტი ამერიკული Microsoft–ია. კომპანია მზად არის აპლიკაციაში 10-30 მლრდ-მდე დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ CNBC იუწყება.

გამოცემის თანახმად, მხარეები საბოლოო თანხაზე ჯერ არ შეჯერებულან, თუმცა უკვე შეთანხმებულია, რომ შეძენის შემთხვევაში, სოციალური ქსელის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები შეერთებულ შტატებში შეინახება.

Facebook Comments

ახალი დადებული