სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-მ ჩემს შვილს მიუგზავნა, რომ სახლიდან გაეტყუებინა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაა მოგზავნილი, რათა მისი შვილი სახლიდან გაეტყუებინა.

მან შსს-ში ლობჟანიძის “ფსიქიკური პრობლემების საკითხი” დააყენა.

“ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით,” განაცხადა თამაზაშვილმა.

 ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული