გიორგი ვოლსკი: მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღე მძიმდება

ოკუპაცია არათუ გამოწვევად რჩება, არამედ ყოველდღე მძიმდება სიტუაცია მსოფლიოში მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო და რასაკვირველია, საქართველო არის ამ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტით, სამწუხარო შედეგებით, როგორც დამთავრდა საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებასა და პოლიტიკურ მხარდაჭერაში, რომელსაც უნდა გავეყვანეთ საბოლოო ჯამში კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო და ბევრი არათუ შეცდომა, არამედ დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვეს. დღეს ამ შეცდომებს ვიმკით. მაგრამ უნდა გავიხედოთ ამასთანავე მომავალში, წარსული შევაფასოთ, მომავალში გავიხედოთ და ეს ინტენსიური ზეწოლა, მთელი მსოფლიოსი, ეს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში საქართველოს პოზიცია არათუ უნდა შეიცვალოს, არამედ გაძლიერდეს და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, როდესაც ცხინვალის რეგიონის თუ აფხაზეთის მცხოვრებლები, ჩვენთან ერთად მიიღებენ სასურველ შედეგს თავიანთი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული