დღეს უეფას ევროპა ლიგის მატჩები განახლდება. კორონავირუსით გამოწვეული 5 თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ეს მოხდება დღეს.

ევროპა ლიგაზე დღეს 4 მატჩი გაიმართება.

კოპენჰაგენი ბასაქშექირს უმასპინძლებს, დონეცკის შახტარი ვოლფსბურგს, ინტერი ხეტაფეს, მანჩესტერ იუნაიტედი კი ლასკის.

უეფას ევროპა ლიგის კიდევ 4 მატჩი ხვალ გაიმართება. დღევანდელი მატჩებიდან ორი შეხვედრა 20:55 წუთზე დაიწყება, ხოლო ორი 23:00 საათზე.

ამ კვირაშივე განახლდება უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები. გადადებული შეხვედრების განმეორებითი მატჩები 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. 12 აგვისტოდან კი მეოთხედფინალები დაიწყება, რომელიც ერთ მატჩად ჩატარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული