ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

მთავარი არხი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს. კანდიდატები რეგიონებში პარტიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუყენებია.

  • ხატია დეკანოძე სავარაუდოდ თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათის ოლქში დასახელდება;
  • რუსთავში – დავით კირკიტაძე;
  • გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო–საგარეჯოს ოლქში სავარაუდოდ ლევან ბეჟაშვილი;
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – გიორგი ბოტკოველი.

ასევე, ცნობილია რომ ქუთაისში “ენმ”-დან კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ხოლო სამტრედია-ხონში დევი ჭანკოტაძე.  გლდანში კენჭს ნიკა მელია იყრის, ხოლო ისანში – ლევან ხაბეიშვილი. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობა 20 აგვისტომდე დაზუსტდება.

ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა – ენმ–მ გადაწყვიტა, დარჩენილ 22–ივე ოლქში საკუთარი კანდიდატები დააყენოს. პარტიაში ამ ოლქების კანდიდატებზე მსჯელობენ. ასევე, განიხილავენ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი. სავარაუდოდ, ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილს დაასახელებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული