თბილისი ენერჯი: თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა

რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე, 114-ზე შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრო რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ არმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით გაზი იყო მთელ სადარბაზოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

„აღმოჩნდა რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა კი აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას. კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

თბილისი ენერჯი კატეგორიულად გაფრთხილებთ სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს.

კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეგვატყობინა.

Facebook Comments

ახალი დადებული