თამარ კობერიძე: Facebook-ის გაუქმებამდე, ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, პროფილის ფოტო კი – შეცვლილი

“თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ის გაუქმებამდე, მისი პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, მისი პროფილის ფოტო კი შეცვლილი.”

 ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ბაჩალიაშვილის Facebook იმ დროს გაქრა, როცა თავად გამოკითხვაზე იყო შესული. ამის შესახებ კი გამომძიებლებთან ერთად მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, როცა მისი და თამარის მიმოწერის ამოღება დააპირა.

“მინდოდა, გამოძიებას  Facebook-დან ჩვენი ერთ-ერთი პოზიტიური საუბარი ამოეღო. სანახავად რომ შევედით, მისი Facebook გამქრალი იყო და Personal Blog ეწერა, მისი პროფილის ფოტო კი რამდენიმე საათით ადრე იყო შეცვლილი. შემდეგ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით მესიჯები დაგვენახა”, – განაცხადა თამარ კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-გვერდი 28 ივლისს გაქრა.

სოციალური ქსელის წესების თანახმად, თუკი ადამიანი გარდაიცვლება, მისი ანგარიში, ხსოვნის გვერდად გადაკეთდება ხოლმე, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და ახლობლებისათვის, რომ მონატრება გამოხატონ და გარდაცვლილი პირი ფოტოების გამოყენებით გაიხსენონ. Facebook-ისგან განსხვავებით, თამარ ბაჩალიაშვილის გვერდი Instagram -ზე ჯერ კიდევ იძებნება.

პროკურატურის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 28 ივლისს უწყებამ კომპანია
Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული