ნიკა გეჯაძე და „ზეგის“ადვოკატი აცხადებენ, რომ შესაძლოა წერილი თამარ ბაჩალიაშვილსგან არ იყო

როგორც კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი ნიკა გეჯაძე ამბობს, წერილი, რომელიც მან გამოძიებას წარუდგინა, როგორ სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ დაწერილი, მიღებულია აპრილში. 

მისვე თქმით ეს არის ანონიმური „წერილი მომავლიდან“ და მაშინ ჩათვალა, რომ ავტორი თამარი იყო.

„საიტს, საიდანაც წერილი მივიღე ჰქვია „მომავალი მე“ და ავტორი არ არის მითითებული. მე თამარ ბაჩალიაშვილთან ისეთივე ურთიერთობა მქონდა, როგორც ნებისმიერ თანამშრომელთან, მისი პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცოდი. გეტყვით, რატომ დავუშვი, რომ ეს მისი გამოგზავნილი წერილი იყო: მანდ არის ნახსენები, რომ 1 წელი იყო ევროპაში. რომ გადავხედე ჩემს სანაცნობოს, სხვას ვერავის დავაკავშირე. მაგრამ თამუნაც არ ყოფილა 1 წლით წასული, იყო წასული 4 თვით. მომერიდა მისთვის მეკითხა, რადგან მომერიდა, არ მქონდა მასთან ისეთი ურთიერთობა. ერთმანეთთან არასამსახურეობრივი მიმოწერა გვქონდა, მაგრამ არა სასიყვარულო“,-განაცხადა ნიკა გეჯაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.  

როგორც „ზეგის“ ადვოკატი ქეთევან მირიანაშვილი აცხადებს, ნიკას ამ წერილის შესახებ არც ახსოვდა, მაგრამ რადგან თუნდაც ერთი წუთით დაუშვა, რომ ეს წერილი შესაძლოა, ბაჩალეიშვილისგან ყოფილიყო, ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოძიებას ცოდნოდა.

შეგახსენებთ, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გუგლის საძიებო სისტემაში აკრეფილი იყო „წერილი მომავლიდან“.

Facebook Comments

ახალი დადებული