ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული