როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 7 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments

ახალი დადებული