რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პასუხი უნდა აგოს -კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

კრამონი Twitter-ზე წერს, რუსული ინტერვენციიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ომი 2008 წელს არ დაწყებულა. მისივე თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებს, რის გამოც ქვეყანამ პასუხი უნდა აგოს.

“12 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან, თუმცა ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. 2008 წლის მოვლენებს  ათწლეულების განმავლობაში წინ უძღოდა რუსული აგრესია და ის მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით გაგრძელდა.

რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. რუსეთმა ანალოგიური აგრესული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგაც.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარების პოლიტიკის” მარცხი აჩვენებს, საქართველო არ არის მარტო რუსული აგრესიის წინაშე და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. ევროკავშირი მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ მომავალს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

Facebook Comments

ახალი დადებული