საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 333.

Facebook Comments

ახალი დადებული