პორნოსაიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ, არანაირი შეხება პორნოინდუსტრიასთან შ.პ.ს ზეგ-ს არა აქვს

“პორნოგრაფიულ საიტებს პროგრამულად უზრუნველვყოფთ, და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ზეგ-ს არა აქვს.”,- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია.

ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას…და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს… ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული, – განაცხადა თამარ კობერიძემ.

კომპანია ზეგ-ის თანამშრომლების თქმით, მათ იცოდნენ რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ და ამბობენ, რომ მხოლოდ ციფრებთან აქვთ შეხება, კომპიუტერის ეკანზეც რიცხვებს ხედავენ და კოდის შექმნა პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას არ გულისხმობს.

ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან იობაშვილი:
Facebook-ის შემქმნელს ხომ არ აინტერესებს თქვენ რა სურათს დადებთ, ხომ არ გაქვთ კავშირი. აი ზუსტად იგივე მაგალითია“…

შეგახსენებთ: ბაჩალიაშვილის საქმეში პორნოინდუსტრიის შესაძლო კავშირი პირველად ბაჩანა ლობჟანიძემ ახსენა. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ლობჟანიძე არ გამორიცხავს, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.

ბაჩანა ლობჟანიძის ამ ბრალდებას კომპანია ZAG-ის ადვოკატმა გუშინინ “მთავარი არხის” ეთერშივე უპასუხა და თქვა, რომ კომპანია არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ეწევა.

6 აგვისტოს კი, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ასევე ისაუბრა კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თამარს ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე.

მისივე განმარტებით, გარდაცვლილმა  23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილს კომპანიის საკუთრებაში მყოფი ლეპტოპი, სამსახურში, 20 ივლისს, გასუფთავებული უნდა მიეტანა.

“თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან ფაილები თავად წაეშალა” – აღნიშნა, თამარ კობერიძემ.

შეგახსენებთ: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილიიპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანიაZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.

Facebook Comments

ახალი დადებული