ახალი კვლევა: ღვინო ებრძვის COVID-19-ს

კანადაში ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღვინოში არსებობს ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია შეამციროს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რომელიც ხშირად კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას თან ახლავს.

აღნიშნული სინდრომი წარმოადგენს სუნთქვის უკმარისობას, რომელიც გამოწვეულია ფილტვებში ფართო ანთებითი პროცესით. ის იწვევს ქოშინს და სუნთქვის გაუარესებას, გახშირებულ სუნთქვას და კანის მოლურჯო შეფერილობას.

თუმცა, კანადელი მეცნიერების აზრით, ამ სინდრომის შემსუბუქება ორგანიზმში არსებულ ფერმენტს ACE2 შეუძლია. მის კონცენტრაციას კი, ზრდის ანტიოქსიდანტი რასვერატროპი, რომელსაც წითელი და თეთრი ღვინო შეიცავს. ACE2-ის კონცენტრაციის მატება ხელს უშლის კორონავირუსის უჯრედში შეღწევას, მისი ნაკლებობა კი, ნეგატიურად მოქმედებს COVID-19-ის მიმდინარეობაზე. 

რესვერატორს ღვინის გარდა ასევე შეიცავს არაქისი, კაკაო, ჟოლო და ყურძენი. 

Facebook Comments

ახალი დადებული