ახალქალაქში რამდენიმე შენობა დაწვეს

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია და დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ jnews წერს.

გამოცემის ცნობით, დამწვარი სახლები უკავშირდება სასტუმრო „არტსეკის“ მფლობელს. ადამიანების ჯგუფმა, პირველად ამ სასტუმროს წაუკიდეს ცეცხლი.

როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ სასტუმრო ბრალდებულის საკუთრებაა. მისივე თქმით, პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული