ბელარუსში დაკავებული პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი არეულობის მომზადებაში დაადანაშაულეს

ბელარუსში დაკავებულ პოლიტტექნოლოგ ვიალი შკლიაროვს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მისმა ადვოკატმა განუცხდა.

არსებული ინფორმაციით, შკლიაროვს ბრალი ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზაციასა და მომზადებას ან მათში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

შკლიაროვი თავს უდანაშაულოდ ცნობს, გამოძიების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

პოლიტტექნოლოგი 29 ივლისს დააკავეს.  ბელარუსის სპეცსამსახურების ვერსიით ის ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის ირგვლივ მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის შეკრებით იყო დაკავებული.

შკლიაროვი ანგელა მერკელის, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას კამპანიებში მუშაობდა. 2018 წელს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა. 

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული