კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა

Georgia and the UK. Crossed Georgian and British flags. Official colors. Correct proportion. Vector illustration

გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ წერს და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს ეხმიანება.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, – განაცხადა კლერ ოლბლესმა.

Facebook Comments

ახალი დადებული