ჯეიმს აპატურაი: ნატო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აგვისტოს ომის წლისთავს ეხმაურება. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„12 წელია რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. შედეგად, ათასობით ქართველი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან იყო გამოდევნილი. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს“, – წერს აპატურაი.

Facebook Comments

ახალი დადებული