ჯენიფერ გრეის „ბინძური ცეკვების“ გაგრძელებაში იღებენ

ამერიკელი მსახიობ ჯენიფერ გრეის, რომელმაც 33 წლის წინ პატრიკ სუეიზთან ერთად „ბინძურ ცეკვებში“ მთავარი როლი შეასრულა, ფილმის გაგრძელებაში გადაიღებენ. 60 წლის მსახიობი ასევე ფილმის პროდიუსერი იქნება.

ჯერჯერობით, ფილმის სიუჟეტი საიდუმლოდ რჩება. Lionsgate-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ფელტჰაიმერმა დაადასტურა ინფორმაცია ფილმის გადაღებაზე. მისი თქმით, ეს იქნება სწორედ ისეთი რომანტიული და ნოსტალგიური ფილმი, როგორსაც ორიგინალი ფილმის თაყვანისმცემლები ელოდებიან .

ოსკაროსანი ფილმი 1987 წელს გადაიღეს. პატრიკ სუეიზი ცეკვის ინსტრუქტორის როლს ასრულებს, გრეი კი გოგონას, რომელიც ოჯახთან ერთად კურორტზე ატარებს ზაფხულს, სადაც მათ ერთმანეთი უყვარდებათ და ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საცეკვაო ნომერს კინოს ისტორიაში. პატრიკ სუეიზი 2009 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Facebook Comments

ახალი დადებული