თამარ ბაჩალიაშვილის ბებია პოლიტიკოსებზე: ვერ მოვერიე დემონებს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რიტა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ მიცვალებულით სპეკულირება და ქულების ჩაწერა. 

“გთხოვთ გააზიაროთ!

მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით ?!
ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!” 
– წერს გარდაცვლილი გოგოს ბებია

აღნიშნული პოსტის კომენტარებში რიტა ზურაბაშვილის ერთ-ერთმა ფეისბუქმეგობარმა დაწერა, რომ თავად გოგოს დედ-მამა აძლევს პოლიტიკოსებს ბავშვის გარდაცვალებით ქულების ჩაწერის უფლებას, და ურჩია, მარტო იბრძოლონ და თავს ნუ გამოაყენებინებენ პოლიტიკურად დაინტერესებულებს .

„ვერ მოვერიე დემონებს“,-პასუხობს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.



 

Facebook Comments

ახალი დადებული