ავღანეთის უზენაესმა კრებამ, „ლოია ჯირგამ“ 400 თალიბის გათავისუფლება გადაწყვიტა

ავღანეთის უზენაესმა კრებამ, იგივე „ლოია ჯირგამ“, რომელიც სასულიერო პირებისა და ეთნიკური ლიდერებისგან შედგება, გადაწყვიტა, 400 თალიბი გაათავისუფლოს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად, სამშვიდობო პრეცესის დასაწყებად და სისხლისღვრის დასასრულებლად, ლოია ჯირგა ამტკიცებს 400 თალიბის გათავისუფლებას“ – წერია დადგენილებაში.

დაკავებულთა გათავისუფლების გარეშე, თალიბანი არ აპირებდა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ავღანეთის მთავრობასთან.

ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი კი, ამ დრომდე მოუწოდებდა თალიბანს, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას ქვეყანაში მიმდინარე 18-წლიანი ომის მშვიდობიანი დასრულებისა და ძალადობის შესაწყვეტად, რასაც, გაეროს თანახმად, მხოლოდ 2020 წელს 1280-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.

„ლოია ჯირგა“ ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი კრებაა, რომელსაც საგანგებო საკითხების გადასაჭრელად იწვევენ.

Facebook Comments

ახალი დადებული