ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ამჯერად განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დახოცა ასობით ადამიანი და ათასობით პირი საკუთარი სახლებიდან გამოდევნა. რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. კოვიდპანდემიის პირობებშიც კი, რუსეთი საფრთხეს უქმნის რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოებას, დეზინფორმაციული, აგრესიული კამპანიით ახდენს ლუგარის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაბორატორიის დისკრედიტაციას, რაც კრემლის მხრიდან, ცინიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

Facebook Comments

ახალი დადებული