ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კალმით მისვლის რეკომენდაცია გაიცა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ურჩევენ, ატარონ დამცავი მოწყობილობა (ნიღაბი, ხელთათმანები). გარდა ამისა, მიზანშეწონილია საკუთარი კალმით მისვლა.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო ვერ შეძლებენ საარჩევნო უბანზე მისვლას, ხმის მიცემა სახლში შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ეს უნდა განხორციელდეს სოციალური დისტანციის დაცვით (მანძილი მინიმუმ 1 მ).

Facebook Comments

ახალი დადებული