ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

„მხოლოდ საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების შემდეგ შევძლებთ, გითხრათ, რა მოხდა“ – აცხადებს კუმარი.

ინდოეთში, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა 7 აგვისტოს განიცადა. თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ორ ნაწილად დაიშალა. სამგზავრო თვითმფრინავი დუბაიდან მოფრინავდა. ბორტზე 184 მგზავრი (მათ შორის 10 ჩვილი) და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. დაიღუპა 18 ადამიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული