საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე (ევიაზე) ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.

კუნძულზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სახლებისა და ავტომობილების დატბორვის შესახებ ათობით შეტყობინება მიიღეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ოფისში აცხადებენ, რომ მთავრობის მეთაური მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

2017 წლის ნოემბერში, საბერძნეთის ქალაქ მანდარაში, წყალდიდობამ 24 ადამიანი იმსხვერპლა, 2019 წლის ივლისში კი, ძლიერი შტორმი 7 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.

Facebook Comments

ახალი დადებული