საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ორივე ფინალისტი ცნობილია.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „თელასი ჯორჯიანსმა“ ნახევარფინალის მეორე მატჩში „თბილისი“ 8:4 დაამარცხა და ტიტულის დაცვისთვის იბრძოლებს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ჰეთ-თრიკი ორმა ფეხბურთელმა გიორგი ტიკურიშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ფინალში „თელასის“ მეტოქე თსუ იქნება – სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მურთაზ კაკაბაძისა და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით „ილიაუნის“ 2:0 მოუგო.

ჩიმაკაძე თამაშის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალის პირველი შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება. სერია რომელიმე გუნდის ორ მოგებამდე გრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული