ვენესუელის პრეზიდენტის ჩამოგდების მცდელობისთვის 2 ამერიკელს 20 წელი მიუსაჯეს

ვენესუელაში სასამართლომ ამერიკის ორ მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი ედებათ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ჩამოგდების მიზნით, ქვეყანაში უკანონო შეღწვისთვის. ამის შესახებ ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა ტრეკ უილიამ სააბმა განაცხადა.

ამერიკელები დამნაშავედ ცნეს ტერორიზმსა და იარაღის უკანონო ბრუნვაში. პროკურორის თქმით, ლიუკ ალექსანდრ დენმანმა და აირენ ბერიმ დანაშაული აღიარეს.

მაისში მადურომ განაცხადა, რომ დააკავეს 14 ტერორისტი, რომლებიც გადატრიალებას გეგმავდნენ. ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, ორი მათგანი დონალდ ტრამპის დაცვის სამსახურში მუშაობს. მადურომ მათი საბუთები პრესკონფერენციაზე წარადგინა. საუბარია დენმანსა და ბერიზე. 

მადუროს თქმით, დაკავებულები თანამშრომლობდნენ პარლამენტის სპიკერთან და ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთან, რომელმაც თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდო ამერიკელებთან ნაცნობობას უარყოფს, ტრამპი კი აცახებს, რომ მის ქვეყანას არანაირი კავშირი არ აქვს ვენესუელაში დენმანისა და ბერის გამოჩენასთან. 

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი 2019 წლიდან გრძელდება, როდესაც ქვეყანაში მასშტაბური ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო. გუაიდო რამდენიმე სახლმწიფომ, მათ შორის აშშ-მ და საქართველომ ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. 

Facebook Comments

ახალი დადებული