ბელარუსში მასობრივი არეულობის მოწყობის გამო, დაკავებები დაიწყო

ბელარუსის საგამოძიებო სამსახურმა მასობრივი არეულობისა და მინსკში აქციების დროს მილიციონერებზე ძალადობის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ 10 აგვისტოს БелТА საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ივან ნოსკევიჩზე დაყრდნობით იუეყება.

ნოსკევიჩის თქმით, არეულობის დროს ათობით სამართალდამცველი დაშავდა. დანაშაულის ინსტრუმენტებად მაღალჩინოსანმა ჯოხები, ქვები, ბოთლები, ბაღის სკამები და ტროტუარის ფილები, ასევე ადვილად აალებადი ხსნარი დაასახელა. 

„გთხოვთ, ნუ აყვებით საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგო მოწოდებებს და პროვოკაციებს. ხელისუფლება ყველა ღონეს გამოიყენებს კონსტიტუციური წყობის დასაცავად“,-განაცხადა მან.

 ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვენები გაიმართა. უბნების დახურვის შემდეგ მინსკის და სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მომიტინგეები არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80% აიღო. 

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, დაკავებულია 200 ადამიანი, თუმცა დაკავებები გრძელდება. მედიის ცნობით, სულ მცირე 4 დემონსტრანტი რეანიმაციაშია მოთავსებული. ერთი კი, გარდაიცვალა. 

Facebook Comments

ახალი დადებული