ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება

ბელარუსში  საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ვრცელდება ინფორმაცია მასობრივი დაკავებებისა და დაშავებულების შესახებ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკის ცენტრში ბარიკადების აგებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია შინაგანი ჯარის დანაყოფები.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბრესტში, ვიტებსკსა და მოგილევოში.

ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. წინასწარი ოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის უნდა გამოქვეყნდეს.

Facebook Comments

ახალი დადებული