თამარის ხსენებაზე დეას დიდი ტემპით უბრწყინავდა თვალები, შესაძლოა, ლესბოსური ინტერესი ჰქონდა

ჩემთვის სექსი მხოლოდ სიამოვნება არ არის, ეს სხვა ტიპის კავშირია. მე ვიტყოდი, რომ ეს არის სულიერი ერთობის ხორციელი დამოწმება. თუ სულიერი ერთობა არ გვაქვს, არც არაფერია დასამოწმებელი,- გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ „მთავარი არხის ეთერში“ მისი და თამარის ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მას ქალთან ინტიმური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. 

„მე თამარში ვეძებდი მოკვდავში უკვდავს. მისივე თქმით, ჩვენ სექსი არ გვქონია, რადგან ჩვენს შორის არ იყო სულიერი ერთობა. მე მიყვარდა თამარი და მასაც ვუყვარდი, მაგრამ ეს სექსით არ დაგვირგვინდა, რადგან ჯერ საჭირო იყო სულიერი ერთობა“,-აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

გადაცემაში საუბრისას ბაჩანა ლობჟანიძემ აღნიშნა, რომ თამარს არ აქვს არცერთი ფოტო ბიჭთან ერთად გადაღებული. ყველაზე ხშირად კი ფოტოებს მეგობარ დეა კაპანაძესთან იღებდა, რაც მასში გარკვეულ ეჭვს ბადებს.

„დეა ბოლო თვეებში დებდა ინტერნეტსივრცეში თამართან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათ ყველა ასპექტში აქვთ გადაღებული და ეს არ არის ნორმალური. როდესაც ქ-ნი ელისო მას ესაუბრებოდა, თამარის ხსენებაზე დეას დიდი ტემპით უბრწყინავდა თვალები. გარდა ამისა, დეამ თქვა, რომ თამარი არის მარტო მისი სიცოცხლე“,-განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

მისივე თქმით, თამარის შესახებ ყველაზე მეტი შეიძლება სცოდნოდა დეას. თუმცა თამარმა მას ადაუმალა 19 ივნისს მათი შეხვედრის შესახებ.

„თამარი იყო მასთან სხვა და ჩემთან სხვა. დეა არ არის შემდგარი პიროვნება ისევე, როგორც თამარი. შესაძლოა, დეას ლესბოსური ინტერესი ჰქონდა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული