მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება

 გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მისივე თქმით, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ ადგილზე გაძლიერებულ ტესტირებას.

„დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“,-განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული