ნიგერში ფრანგი ტურისტები მოკლეს

ნიგერში 6 ფრანგი ტურისტი, მათი ადგილობრივი გიდი და მძღოლი მოკლეს. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა კურის პროვინციაში, სადაც ტურისტებს შორის პოპულარული ჟირაფების რეზერვაციაა.

ტურისტებს შეიარაღებული მამაკაცები დაესხნენ თავს, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის „ბოკო ჰარამი“ მოქმედებენ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიგერში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დედაქალაქ ნიამეის დატოვებისგან თავი შეიკავონ.

Facebook Comments

ახალი დადებული