საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებული მამაკაცები  საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

Facebook Comments

ახალი დადებული