სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

epa08575484 Presidential candidate Svetlana Tikhanovskaya shows victory sign during her campaign rally in Minsk, 30 July 2020. The presidential election in Belarus is scheduled to take place on 09 August 2020. EPA/TATYANA ZENKOVICH

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და თავს გამარჯვებულად თვლის. ამის შესახებ RTVI იუწყება. 

ტიხანოვსკაიას თქმით, ცესკოს ოფიციალური მონაცემები არ ემთხვევა მისი შტაბის მიერ მოპოვებულ რიცხვებს.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ამომრჩეველთა ხმების 80, 23 % მიიღო, ტიხანოვსკაიამ კი, 9.9 %.

ტიხანოვსკაია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მიტინგის დასაშლელად გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბელარისის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ამ დროისთვის დაკავებულია დაახლოებით 3 000 ადამიანი, საგამოძიებო სამსახურმა მასობრივი არეულობის და მილიციონერებზე ძალადობის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

Facebook Comments

ახალი დადებული