ადვოკატი: რაღაც ისეთი არსებობს, რომელსაც, სამსახურზე თავს შევიკავებ, უფრო სხვა სიმაღლეზე მივყევართ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გამოძიებაში ამერიკის საგამოძიებო ბიურო არ ჩაერთვება და ამაში ქართულ საგამოძიებო სამსახურს ადანაშაულებს, ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„მანიტერესებს, რამდენად ეყოფათ ვაჟკაცობა FBI-ს ჩართულობის შესახებ, მერე გამოჩნდება თეთრიც და შავიც, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე მგონი, არ მიიყვანენ საქმეს მაქამდე, რაღაცა დიდი ეჭვი მაქვს მაგაზე. არ მიკავშირდებიან, არ ასრულებენ რასაც მე ვითხოვ, რომ ეს ადამიანი მოიძებნოს, ისა თუ ეს მანქანა იპოვონ, რომელიც შენიშნეს იმ დღეს, რომ თითქოს ეძებდა თამუნას. ასევე გაიჟღერა წიტთლმა მანქანამ, ვითხოვ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც გადაღებულია, როდესაც თამუნა ბაჩანასთან 19 ივნისს იყო, არც დრონის კადრებს გვაჩვენებენ“,-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს. 

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი იკვეთება. 

„ცდილობენ რაღაცეების გადაფარვა მოხდეს, თითქოსდა ეს თვითმკვლელობა იყო, არა! ყველაზე მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანა იყოს, მაგრამ ესეც აღარ იქნება, სამსახურზე თავს შევიკავებ, იმდენად აღარ უკავშირდება, არის რაღაც ისეთი ფაქტები, რომელსაც უფრო სხვა სიმაღლეზე მივყავართ. რაღაც არსებობს ისეთი, ვერსიები, როგორ შეიძლება, ფიგურირებდეს გვარებით და სახელებით მაღალჩინოსნები, მაგრამ რაღაცა იქმნება“-,აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული