ბაჩო ოდიშარია: გვარამიამ ეს ბიჭი ჯერ სახლში წაიყვანა, აჭამა, დაალევინა, მერე პირდაპირ ეთერში მიიყვანა და შოუ დადგა

მთელი ინტერვიუ, ამ ტიპს რაც უნდა ელაპარაკა, ნიკა გვარამიამ საკუთარ სახლში „დაურასკლადა“, კარგი ასვა, კარგი აჭამა, ყველაფერი უთხრა, რაზეც უნდოდა, რომ ელაპარაკა, ყველაფერი ათქმევინა და ბოლოს ეუბნება, შენ ქენი ეს, მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ მედია გამშუქებელი ვარო,- ასე ეხმაურება კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინტერვიუს, რომელშიც ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძეს კითხვებს უსვამდა თამარ ბაჩალიაშვილის პირად ცხოვრებასა და სხვა დეტალებზე. 

ბაჩო ოდიშარიას თქმით, ნიკა გვარამიას მიერ დასმული კითხვები, როგორიცაა –  ჰქონია თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს სექსი კაცთან ან ქალთან, არის პირადი ცხოვრების გასაჯაროება, რაც ყოვლად არაეთიკური და გაუმართლებელია.

„გადაცემა იყო ორსაათიანი და ნახევარი დრო დაეთმო იმას, თუ ვის, როგორ, სად და რა მიმართებით ჰქონდა სექსი. ჯერ ეს ბიჭი აბულინგა, 23 წლის ასაკში რატომ არ გქონია სექსიო, მერე გარდაცვლილი გოგოს მეგობარზე „დასკვნა დადო“, რომ ლესბოსელი იყო, გარდაცვლილთან ჰქონდა ასეთი მიმართებაო, ესე იგი, გარდაცვლილიც ლესბოსელი იყოო… ასეთი სიგიჟე ხდებოდა პირდაპირ ეთერში რეიტინგულ არხზე“,-აცხადებს ბაჩო ოდიშარია გადაცემაში „ბაჩო და გური უყურებენ ქართულ მედიას“.

მისი თქმით, ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე გვარამია და მისი რესპონდენტი იყვნენ გვარამიასთან სახლში და სასმელი მიირთვეს. 

„მე გაგიკეთე ნიყვიო და ცოტა შეზარხოშებულები რომ ვართ, გადაცემას არ შეეტყობაო, ანუ ტიპმა, გვარამიამ წაიყვანა თავისი რესპოდენტი სახლში, მოუმზადა საჭმელი, დაალევინა, იქიდან წამოიყვანა პირდაპირ ეთერში და რაც უნდოდა, ის ალაპარაკა, როგორი შოუც უნდოდა ისეთი დადგა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული