თეთრ სახლთან სროლების გამო, ტრამპი ბრიფინგის ოთახიდან გაიყვანეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პრესკონფერენციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სპესამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. 

„უკაცრავად?“,- მიმართა ტრამპმა მამაკაცს, რომელიც მას მიუახლოვდა და რომელიც სავარაუდოდ, საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო,- წერს fox news.

ცოტა ხანში ტრამპი ოთახში დაბრუნდა და ბრიფინგი გააგრძელა, მისი თქმით, თეთრ სახლთან სროლა იყო და სავარაუდოდ, დაჭრილია მამაკაცი, რომელსაც სპესამსახურის თანამშრომელმა ესროლა. მისივე თქმით, დაშავებული საავადმყოფოში მიყავთ. 

Facebook Comments

ახალი დადებული