ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული 14 შემთხვევიდან 5 ყაზბეგში გამოვლინდა. ვირუსი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებულების კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

„ჩვენი ჯგუფი წასულია ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით და არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული ზომები იყოს საჭირო. იკვლევენ კონტაქტებს და იმის მიხედვით გადაწყდება რა და როგორ იქნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული