მარიამ ჯიშკარიანი: როგორ უნდა დამხრჩვალიყო 169 სმ სიმაღლის სპორტსმენი 247 სმ წყალში?

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. 

ჯიშკარიანის თქმით, კითხვები ეხება გარდაცვალების ხანდზამულობას, ასევე იმას, იმყოფებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში და თუ იმყოფებოდა, ხომ არ იყო ეს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის შედეგი, მისივე თქმით, „წყალში დახრჩობისთვის წინააღმდეგობის გაწევა“ ეს არის ბუნებრივი გადარჩენის ინსტიქტი.

„ასევე ისმის კითხვა, შეეძლო თუ არა წინააღმდეგობა გაეწია გიორგი შაქარაშვილს წყალში დახრჩობისთვის, ეს არის ბუნებრივი ინსტიქტი გადარჩენისთვის. ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არის გაცემული, ვერც პროკურატურის ბრიფინგმა შეიტანა სიცხადე. ჩვენ ვნახეთ, რომ იკვეთება 5 პირის დანაშაული. მე კი ვფიქრობ, რომ დანაშაული უფრო მასშტაბური იყო და უხილავი ხელის დაფარება ხდება ამ მასშტაბურობის მოვლენაზე“,-განაცხადა ჯიშკარიანმა ტვ-პირველის ეთერში.

მისივე თქმით, გამოძიება სირთულეებს წააწყდება და ჩიხამდე მივა.

„თუკი გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდება დაზიანებებით როგორც მსუბუქი, მაშინ ისმის კითხვა, თვითონ გაზომეს და იქ ყველაზე მაღალი სიმაღლე წყლის არის 2 მეტრა და ორმოცდაშვიდი სანტიმეტრი. როგორ უნდა დამხრჩვალიყო მეტრა და სამოცდაცხრა სამტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 2 მეტრა და 47 სანტიმეტრ წყალში?“,-აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი. 

Facebook Comments

ახალი დადებული