მსოფლიოში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა და 13,228,557-ს მიაღწია.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირების 20,309,019 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 740,194 გარდაცვლილია.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის მიხედვით პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც 5,253,766 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ბრაზილია 3,057,470 დადასტურებული შემთხვევით. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,287,511 შემთხვევაა დადასტურებული, მეოთხე ადგილზეა რუსეთი, კოვიდინფიცირების 897,599 დადასტურებული შემთხვევით.

Facebook Comments

ახალი დადებული