რატომ არ უვლინდება ვირუსი covid-19-ის მქონე პაციენტთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს?

„კორონავირუსის გადაცემის ალბათობა 100%-ს არ შეადგენს არც ერთი ტიპის კონტაქტის შემთხვევაში“, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ავრცელებს.

როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, კვლევებით დგინდება, რომ ინფიცირდება დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით.

„მაგალითად, უშუალოდ ოჯახის წევრებზე ინფექციის გადაცემის რისკი 10-დან 40%-მდეა; ახლო, მაგრამ არამუდმივი კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, თუ ერთად ისადილეს), რისკი საშუალოდ 7%- შეადგენს, ხოლო ნაკლებად ახლო კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, „შოპინგის“ დროს), გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია. ხოლო იმ ჯანდაცვის მუშაკებზე გადაცემის რისკი, რომელთაც არ იციან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, ანუ ნაკლებად იცავენ სიფრთხილის ზომებს, საშუალოდ 3%-ია“, – წერს ინფექციონისტი.

ცნობისთვის, მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა, მისი პანდემიად გამოცხადებიდან კი 5 თვე გავიდა.

საქართველოში, დღეს კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 44 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 1264-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1054-ს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული