სვეტლანა ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვას ავრცელებს: მოგიწოდებთ, პატივი სცეთ კანონს და დაემორჩილოთ მილიციას, არ მინდა ძალადობა და სისხლი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც ქვეყანა დატოვა და  ლიეტუვაში იმყოფება, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. 

ტიხანოვსკაია ბელარუს ხალხს სთხოვს, არ ჩაიგდონ სიცოცხლე საფრთხეში, არ დაარღვიონ კანონი, დამშვიდდნენ და დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნას. 

„ძვირფასო მოქალაქეებო, მე სვეტლანა ტიხანოვსკაია მადლობას გიხდით სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. მადლიერებით მივმართავ ბელარუსის მოსახლეობას, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ამ ხნის განმავლობაში. ბელარუსებო, მოგიწოდებთ პატივი სცეთ კანონს, არ მსურს სისხლი და ძალადობა, მე თქვენ გთხოვთ, არ გაუწიოთ წინააღმდეგობა მილიციას, არ გახვიდეთ მოედანზე, არ ჩაიგდოთ თავი საფრთხეში, გაუფრთხილდით ახლობლებს და საკუთარ თავს“,-აცხადებს ოპოზიციის ლიდერი. 

ეს ტიხანოვსკაიას მეორე ვიდეომიმართვაა მას შემდეგ, რაც მან ქვეყანა დატოვა. პირველ ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ ის ისეთივე სუსტ ქალად დარჩა, როგორიც ადრე იყო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს იმად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

Facebook Comments

ახალი დადებული