9 აპრილის გმირი: ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ბევრი მსმენია, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნებოდი

მე ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ბევრი ქველმოქმედება აქვს გაწეული, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ერთ-ერთი მათგანი აღმოვჩნდებოდი,-ამის შესახებ 9 აპრილის გმირმა, უსინათლო მომღერალმა ლელა ვეფხვაძემ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გაიგო, რომ ფონდმა „ქართუმ“ მას ბინა შეუძინა, შოკირებული იყო.

„იმხელას ვყვიროდი, ჩემმა ხმამ შემაშინა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ფართი, ასე კარგად გაკეთებული ბინა შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო. ასე მგონია, სიზმარში ვარ, მე უბედნიერესი ადამიანი ვარ იმით, რომ მექნება ჩემი ჭერი. ვიცი, ბევრი გამიგია მისი ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ ეს ჩემთვის არის ახდენილი ოცნება, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს არასდროს მოუწევთ იმის განცდა, რაც მე გამოვიარე.  “,-აცხადებს უსინათლო მომღერალი postv-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, 30 წელია, მის მიმართ ასეთი ყურადღება ჯერ არავის გამოუჩენია.

უსინათლო მომღერალი 30 წელი თავის დიდ ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მას ქირის ნაწილს მერია უხდიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მესაკუთრემ ბინის დატოვება მოთხოვა. სწორედ ამ დღეს დაიწყო სოციალური კამპანია „ჭერი ლელასთვის“, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გამოეხმაურა. ლელა ვეფხვაძეს დღეს 4-ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა აქვს. 

Facebook Comments

ახალი დადებული