ბელარუსში ომონმა სადარბაზოების შტურმი დაიწყო

ბელარუსში ომონმა მინსკში, როკოსოვსკის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შტურმი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას  Sputnik Беларусь ავრცელებს.

მილიციის სპეცრაზმი სადარბაზოების დაკეტილ კარებს ამტვრევს. სამართალდამცველები ასე ცდილობენ სადარბაზოებში დამალული მომიტინგეების დაკავებას. მანამდე ტელეგრამზე გაჩნდა დომოფონების კოდების სია , რათა აქციის მონაწილეებს ომონისგან დამალვა შეძლებოდათ.

მანამდე ბელარუსის პარლამენტმა  სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა დაგმეს „მცირერიცხოვანი, ანგაჟირებული ჯგუფების მხრიდან ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საზოგადოების დაყოფის მცდელობა“. 

Facebook Comments

ახალი დადებული