ბელარუსში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებსაც არეულობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტი ეჭვობს, რომ რუსი ჟურნალისტები არტიომ ვაჟენკოვი და იგორ როგოვი მინსკში მასობრივ არეულობაში იღებდნენ მონაწილეობას. ამის შესახებ სააგენტო БелТА იუწყება. 

გამოძიების მონაცემებით, ვაჟენკოვი და როგოვი 11 აგვისტოს დააკავეს სავაჭრო ცენტრ „რიგას“ მახლობლად. აღსანიშნავია, რომ ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის რუსი ჟურნალისტები ეჭვმიტანილების სტატუსით არიან დაკავებული. ოპერატიული გადაღების კადრებზე ვაჟენკოვი აცხადებს, რომ მინსკში მეგობართან ერთად ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. 

მინსკში რუსეთის ელჩი დიმიტრი მეზენცევი ამბობს, რომ ჟურნალისტებს მალე გაათავისუფლებენ. მანამდე ასევე დააკავეს რუსი ფოტოკორესპონდენტი, რომელიც ამჟამად უკვე თავისუფალია. 

Facebook Comments

ახალი დადებული